www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლოიალტე
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას (www.loialte.com.ge), ტრენინგ ცენტრს (www.erudio.loialte.com.ge)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების მიღება და ცვეთის დარიცხვა;
** ხელფასების, ბონუსების დარიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** ანგარიშ-ფაქტურის გაწერა/მიღება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** სესხებისა და მასზე გაანგარიშებული პროცენტების აღრიცხვა;
** დეკლარაციების მომზადება;
** ფინანსური რეპორტების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** დამხმარე ბუღალტრებისთვის სამუშაოს განაწილების ორგანიზება და მართვა, შესრულების ვადების მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: ORIS, FINA, FMG;
** ფინანსური რეპორტების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) მომზადების გამოცდილება;
** Excel-ში Vlookup, Pivot, Sumif ფუნქციების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: career@loialte.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |