www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ედვაიზ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "ედვაიზ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანია და სტამბაა, რომელიც 13 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის ზრდასთან ერთად, გვსურს ჩვენს გუნდს შეემატოს დამწყები და ასევე პროფესიონალი წევრები, რომელთაც ვთავაზობთ ახალ, უნიკალურ და ძალიან სასიამოვნო გარემოს სამუშაოდ.

შპს "ედვაიზ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

რას გააკეთებ?

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია, პროდუქტების წარდგენა, შეთავაზება, კონსულტაცია
** ბიუჯეტის განსაზღვრა
** დედლაინების განსაზღვრა და მართვა
** შეკვეთების სრული ციკლის მართვა.

რა გვაინტერესებს შენში:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, მენეჯმენტი)
** იგივე სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის გამართულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძალიან კარგი იქნება რომ იყო:

** შემოქმედებითი
** აქტიური
** მოტივირებული
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** გუნდური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** გქონდეს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ხელფასი: ფიქსირებული 800-1500 ლარი + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით)
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: anuki@adwise.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (გაყიდვების მენეჯერი).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |