www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში. სტაჟირება ანაზღაურებადია და ხანგრძლივობა გრძელდება 2-დან 6 თვემდე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://ahtbilisi.com

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა
** პერსონალის მონაცემების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია
** პერსონალის შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა
** პერსონალისათვის ტრენინგების ორგანიზების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის მართვის, სამართალმცოდნეობის, სოციალური მეცნიერებები ან სხვა შესაბამისი სპეციალობით
** ინგლისური ენის ცოდნა B2 ან C1 დონე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია
** პუნქტუალური
** თავაზიანი
** სხარტი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |