www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "EXTRA.GE" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.
Extra.ge-ს ვებგვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
** გამავალი ზარების განხორციელება პროდუქციის გაყიდვების მიზნით;
** პლატფორმაზე რეგისტრაციის, ყიდვის, განვადების და კომპანიის სხვა პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღებისა და გაყიდვის პროცესის მართვა;
** ონლაინ ჩათის მართვა;
** რეპორტინგის წარმოება.

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, შეცდომების გამოსწორება);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვების წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** ყოველთვიური ანაზღაურება, დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე 5 ოქტომბრის ჩათვლით: https://bit.ly/3g2x0px



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |