www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ასიმოლი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

კომპანია "ასიმოლი" არის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია, რომელიც ბაზარზე სწრაფად ვითარდება.

შპს "ასიმოლი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფი ანალიზის და აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობს უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოვალეობები:

** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და მომსახურება;
** სოციალურ ქსელში მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა;
** ინფორმაციის მიწოდება (პროდუქციასა და სერვისზე) პოტენციურ მომხმარებელთან.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემდგომ არ იყოს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით). უმჯობესია ცხოვრობდეთ ისანი-სამგორის ტერიტორიაზე.
გრაფიკი: ხუთი სრული სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00-მდე, შაბათს 11-დან 17:00 მდე, კვირას დასვენება.
ანაზღაურება: ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით. I ეტაპზე - მოჭრილი ხელფასი 300 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 700-დან 1200 ლარამდე).

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: 100mall.info@gmail.com და "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, კარგად გაეცნოთ ინფორმაციას და თუ არ აპირებთ გასაუბრებაზე მოსვლას, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |