www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ და საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** დანიშნულების ადგილას ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობიდან გამომდინარე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული მახასიათებლები:

** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@zoommer.ge.

გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მძღოლ-დისტრიბუტორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |