www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო,

საკვები და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "VG" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, ზღვისუბანი, ისააკიანის #1 (ყოფილი ფურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 08:30 - 18:00
სატრანსპორტო შეზღუდვების დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სავაჭრო ობიექტებისათვის ზედნადებით გაწერილი პროდუქციის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელზე მეტი;
** უპირატესობა მიენიჭება სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** აუცილებელია მართვის მოწმობის კატეგორია C;
** მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითრების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 45 55 24

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |