www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე საინჟინრო ქსელების მენეჯერი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პროექტი - შპს "თაბორი რიზორთსი" აცხადებს ვაკანსიას გარე საინჟინრო ქსელების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
http://www.gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე საკომუნიკაციო ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სარწყავი სისტემების მომსახურე სატუმბი სადგურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სატუმბი სადგურების და რეზერვუარების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა (კერძოდ რეზერვუარების ავტომატური შევსება ელექტრო ურდულების მეშვეობით);
** ალტერნატიული სარწყავი წყლის რესურსის მოძიება, პროექტირებისა და მშენებლობის პროცესის მართვა;
** ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო ქსელების (წყალი, სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, გაზი) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორი კომპანიების და ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოების სწორი ორგანიზების კონტროლი;
** სამუშაოთა ურთიერთ-მიბმა, ვადებისა და ტექნოლოგიური თანმიმდევრობის გათვალისწინებით, მათ შესრულების ხარისხის, საინჟინრო ნორმების, წესებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება - საჭირო ინვენტარის თუ დანადგარების მოძიება, შესყიდვის ორგანიზება;
** ზემოთხსენებული ფუნქცია მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება/ დაარქივება
** სხვა მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება ტექნიკური განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების ცოდნა უსაფრთხოების და საინჟინრო სფეროში

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV მისამართზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2021 წლის 22 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |