www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროდუქტების მრჩეველი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პროდუქტების მრჩევლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ახმეტა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 10:00-12:30);
ანაზღაურება: 400 ნეტ / ბონუსი

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით და აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაცია;
** მომხმარებლის მაიკრედოზე რეგისტრირება;
** უნაღდო კონვერტაციებისა და გზავნილების მიღება / შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** "კრედო ბანკი"-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
** განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |