www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

"კაია" წარმოადგენს მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.kaya.ge

პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მდებარეობა: თბილისის აეროპორტის მიმდებარედ;
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაოს დაწყების თარიღი: რაც შეიძლება სწრაფად.

სამუშაოს მოკლე აღწერა: კომპანიის ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაზე დაყრდნობით;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით, რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება და შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** შიდა საკომუნიკაციო არხების მართვა;
** თანამშრომელთა კონპენსაციისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/მართვა;
** თანამშრომელთა შეფასების და სამოტივაციო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მართვა;
** თანამშრომელთა გადამზადების/პროფესიული განვითარების პროგრამების დანერგვა და განხორციელება;
** შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება;
** კომპანიის ადმინისტრაციული პროცედურების მართვა და მონიტორინგი;
** HR განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე და უკან;
** კვება.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

"კაია - KAYA" გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"კაია - KAYA" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |