www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

სატელეკომუნიკაციო კომპანია "Inexphone" აცხადებს ვაკანსიას კომერციული გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.

"Inexphone" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სატელეფონო მომსახურებას, კერძოდ:

** საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ზარების განხორციელება შეღავათიანი ტარიფებით;
** კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე ქოლ ცენტრის დანერგვასა და გამართვას;
** მობილურ აპლიკაციას;
** ზარების ანალიტიკურ პლატფორმას;
** SMS მარკეტინგს;
** შიდა და გარე ხედვის სამეთვალყურეო კამერების შესყიდვა/ინსტალაციას;
** თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემების შესყიდვა/ინსტალაციას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

https://inexphone.ge/
https://www.facebook.com/InexPHONEforBusiness
https://www.facebook.com/INEXPHONE
https://www.facebook.com/techinex1

ფუნქციები:

** კომერციული მიმართულებით კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** წლიური და კვარტალური გეგმის შედგენა და სისრულეში მოყვანა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე უშუალო პასუხისმგებლობა;
** კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა, მოთხოვნის შესაბამისად ახალი მიმართულებების დანერგვა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისი ტენდერების შერჩევა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება შესაბამის დეპარტამენტთან ერთად და პროცესის სრული მართვა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება და გაყიდვების გაფართოება;
** მომხმარებელთა ბაზების მუდმივი ფორმირება;
** კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შედგენა/შესრულება;
** პროდუქტების/სერვისების განვითარება/გაფართოების, გაყიდვებისა და მარკეტინგული სტიმულირების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული რეპორტინგი.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება HR-თან;
** სამოქმედო კვარტალური გეგმის წარდგენა;
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"inexPHONE" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |