www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Bob Hauls
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "Bob Hauls", რომელიც ეწევა სატრანსპორტო დისპეჩინგ სერვისს აშშ-ში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 16:00-00:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული პორტფელის გაფართოება;
** ტვირთის გადაზიდვისთვის მძღოლების მოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენა C2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა;
** უკუკავშირის მიღების უნარი;
** დეტალებზე ორინტირებულობა.

ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს გთავაზობთ:

** გლობალურ და ინოვაციურ კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@department.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |