www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C/ERP ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"ჯი არ სი" (https://grc.ge/) 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას 1C/ERP ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა 14გ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამულად ასახვის საჭიროების ანალიზი - სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ დაყენებული მოთხოვნების შესწავლა ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა;
** ტექნიკური დავალების მომზადება ან/და ცვლილებების განხორციელება;
** ERP ადმინისტრირების მიმართულებაში შემოსული დავალებებისა და დაფიქსირებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პრაქტიკული მხარდაჭერა;
** 1C ERP სისტემაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** პროექტის დანერგვასთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება და დამუშავება
** ERP პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, თანამშრომლებისთვის პროგრამის ფუნქციების განმარტება;
** კოორდინირებული მუშაობა IT განყოფილებასთან;
** სხვადასხვა მოდულების ფინანსურ მოდულთან შესაბამისობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების/ფუნქციების დამატება და თანამშრომლებისთვის პრეზენტირება;
** საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებები მისი კვალიფიკაციის და გამოცდილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 1C ბაზაში ან ERP დანერგვის პროექტებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს-ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C Предприятие 8"-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა)
** 1C საწარმო და 1C საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ბიზნესს პროცესების დიაგრამების შედგენის მიზნით ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე.
** MS Excel-ის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა;
** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 24 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C/ERP ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |