www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული წარმომადგენელი
მომწოდებელი: PMAG
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"PMAG შემფუთველთა კლასტერი" წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილ შემფუთველთა კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვისა და წევრების მხარდაჭერას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის გაფართოებას სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გზით.

ამჟამად, "PMAG შემფუთველთა კლასტერი" აერთიანებს 80-ზე მეტ კომპანიას შეფუთვების ღირებულებათა ჯაჭვიდან. კლასტერი დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ზრდისა და განვითარების პერსპექტივას.

"PMAG კლასტერი" ეძებს რეგიონალურ წარმომადგენელს იმერეთის რეგიონისთვის, ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლასტერის პოტენციური წევრების იდენტიფიცირება იმერეთის რეგიონში.
** იმერეთის რეგიონალურ მენეჯერთან ერთად სხვადასხვა აქტივობის ინიცირება-დაგეგმვა და კლასტერის წარმომადგენლობის გაფართოება რეგიონში.
** ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება.
** კლასტერის ძირითადი სერვისების დანერგვაში მხარდაჭერა რეგიონალურ დონეზე.
** რეგიონში არსებულ მიმდინარე წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
** კლასტერში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ რეგიონალური წევრების ინფორმირება.
** სხვადასხვა პროექტის განხორციელება რეგიონალურ დონეზე იმერეთის რეგიონალურ მენეჯერთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა დაკავშირებული მიმართულებით
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
** იმერეთის რეგიონში არსებული ბიზნეს სიტუაციის ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** გუნდში მუშაობის უნარი
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტის დამოუკიდებლად მომზადების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@pmag.ge და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რეგიონალური წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში"

საქართველო, ქ. თბილისი, 0164, ფიროსმანი, N16
ვებ გვერდი: http://www.pmag.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |