www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებთან ღიმილიანი მისალმება;
** რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება, დაშვებული სტუმრების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინება;
** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში, მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე, სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
** მაგიდასთან დასხდომისთანავე სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება;
** სტუმრების მომსახურება მაქსიმალური სტანდარტების დაცვით;
** გაწეული მომსახურების შემდეგ სტუმრების აზრის გამოკითხვა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 22 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |