www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IT Force
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია IT FORCE აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება IT-ის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად.)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორი კომპანიების შესწავლა;
** რეპორტინგი

სხვა მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დარწმუნების უნარი
** პროდუქტის/მომსახურების ეფექტურად შეთავაზების უნარი
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული

** სამუშაო განაკვეთი: 10:00 დან 18:00 მდე
** სამუშაო ადგილი: დისტანციური
** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით: 800 ლარიდან ზემოთ + ბონუსები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@itforce.ge 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |