www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰოსტელი ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

ჰოსტელი "ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: იზრუნოს სასტუმროში სისუფთავის სტანდარტების მაღალი დონის შენარჩუნებაზე, დასუფთავების ყოველდღიური ოპერაციების ზედმიწევნად და დროულად შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ოთახების ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და საშხაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 22 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fabrikatbilisi.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |