www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი/ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის ასისტენტის/ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

მოვალეობები:

** მიმდინარე საოფისე საქმეების წარმოება.
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი.
** მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით იმპორტის/ექსპორტის ლოგისტიკის პროცესებში ჩართულობა და საქმიანობა.
** სასაქონლო ინვოისების, მეილებისა, სადაზღვევო და მსგავსი დოკუმენტების ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაობის გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@kanti.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ელექტრონული წერილის თემაში (Subject) ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |