www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტაციები სურსათის უვნებლობის სტანდარტ. დანერგვის მიზნით
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული კონსულტაციები სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და სერტიფიცირების მიზნით. "USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" იწვევს ექსპორტზე ორიენტირებულ ადგილობრივ აგრობიზნესებს, მიმართონ განაცხადით პროგრამას სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებით - BRCGS, FSSC 22000 და IFS - გათვალისწინებული სისტემების დანერგვის და სერტიფიცირების მიზნით. აღნიშნული მაღალმოთხოვნადი სტანდარტებით სერტიფიცირება დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაში და გაუადვილებს მათ მაღალი ღირებულების ბაზრებზე შეღწევას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროგრამა გეგმავს თანადაფინანსების (50/50) სქემით დაეხმაროს 5 კომპანიას, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ შესაბამისობის კრიტერიუმებს:

** საწარმო უნდა იყოს მოქმედი, აღჭურვილი თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით, და უნდა ოპერირებდეს სოფლის მეურნეობის შემდეგ სექტორებში: კენკრა, ხილი, ბოსტნეული, კაკლოვნები, სუფრის ყურძენი, მანდარინი, კულინარიული დანიშნულების მწვანილი;
** საწარმოს უნდა ჰქონდეს მზაობა განახორციელოს საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებები, კონკრეტული სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით;
** საწარმოს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა დაფაროს ფინანსური ვალდებულება, ანუ პროექტის ღირებულების 50%;
** საწარმოს დასაქმებული უნდა ჰყავდეს, სრულ ან ნახევარ შტატზე, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, რომელიც ადგილზე იმუშავებს სტანდარტის დანერგვაზე და ჩართული იქნება სერტიფიცირების პროცესში;
** ექსპორტის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე შევსებული განაცხადის ფორმა, და ამავე ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: sme@apgeorgia.org. საბოლოო შერჩევა მოხდება წინასწარ შერჩეული (მოკლე სიაში შესული) საწარმოების ადგილზე მონახულების შემდეგ.

განაცხადების წარდგენის საბოლოო თარიღი: 2021 წლის 20 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |