www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი HONORÉ
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

რესტორანი "Honoré" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** რესტორანში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbgroup.int@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და "Honore".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |