www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: მორენა პრო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

ლოგისტიკური კომპანია "მორენა პრო" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის, ლოჯისტიკური ხედვის, სტრატეგიის, პოლიტიკის, პროცესებისა და პროცედურების შემუშავება;
** საერთაშორისო გადაზიდვების შეკვეთების დამუშავება, კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით;
** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან ლოჯისტიკური პროცესის კოორდინირება;
** მომწოდებლებთან და აგენტებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის ოპერატიულად წარმართვის კონტროლი;
** ტვირთების ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისად ტვირთმიმღებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@morenapro.ge - სათაურის ველში მიუთითეთ "ოპერაციული მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |