www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ფრონტ დესკ მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Gladius Inn
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სასტუმრო "გლადიუს ინნ" არის 14 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო თბილისში, რომელიც სტუმრებს მასპინძლობს 2019 წლიდან. ჩვენ ვეძებთ კეთილსინდისიერ ფრონტ დესკ მენეჯერს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სასტუმროს ფუნქციონირებას. თქვენს მოვალეობებში შევა სტუმრების მიღება, მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა და პრობლემებზე დროული რეაგირება, კითხვებისა და საჩივრების დაკმაყოფილება, ჯავშნებისა და შეხვედრების განრიგის მართვა და რაც მთავარია, ფრონტ დესკის მუშაობის პროფესიონალურ დონეზე წარმართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** ფრონტ დესკის მიზნებისა და პროცედურების განსაზღვრა-განხორციელება;
** ფრონტ დესკის პერსონალის აყვანა-დატრენინგება და ცვლის განრიგის მართვა;
** სტუმრების კითხვების, საჩივრების და მოთხოვნების მიმართ პროფესიონალური მიდგომა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით მათი გადაწყვეტა;
** ფრონტ დესკისა და რესეფშენის სისუფთავის და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
** ფრონტ დესკის საოფისე, ტექნიკური თუ სხვა რესურსების მართვა-მონიტორინგი;
** ბიუჯეტის, ჩანაწერების და კონტრაქტების მართვა;
** პერსონალის ზედამხედველობა და ფრონტ დესკის ყველა სხვა საქმიანობის, როგორიცაა ჯავშნები (Booking.com), შეხვედრები, სატელეფონო ზარები და ელ. ფოსტის ეფექტური მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** გენერალური მენეჯერისთვის რეგულარული ანგარიშის მომზადება;
** სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, საჭიროებისამებრ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სტუმარმასპინძლობის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
** სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა და სასტუმროს საოპერაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შესანიშნავი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარი;
** აქტიური, ინიციატივის მქონე და შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის და კონფლიქტური ვითარების განმუხტვის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gladiusinnhotel@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |