www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ofoodo
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Ofoodo" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Ofoodo" სწრაფად მზარდი სტარტაპია, რეგიონული და გლობალური განვითარების გეგმებით. ციფრული პლატფორმა აერთიანებს ონლაინ რეზერვაციის, ადგილზე მიტანის, ადგილიდან გაცემის და ელექტრონული QR მენიუს ფუნქციონალს ერთ სისტემაში კვების ობიექტების და სასტუმროებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1500+ ლარი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** პარტნიორი კომპანიებთან მუდმივი მუშაობა და სხვადასხვა გაყიდვების კამპანიების და სიახლეების დანერგვა;
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 23-დან 45 წლამდე;
** გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ციფრული პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით;
** რეკომენდირებულია აპლიკანტს ჰყავდეს საკუთარი მანქანა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გაყიდვების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად 2021 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ofoodo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |