www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის წლიური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ორგანიზაციაში არსებული საოპერაციო პროგრამებიდან მონაცემთა ბაზების დამუშავება;
** ორგანიზაციაში არსებული ბუღალტრული პროგრამებიდან (1C, RS.GE) მონაცემთა ბაზების დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება;
** აუდიტის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში ვიზიტი და სხვადასხვა საკითხების შემოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აუდიტის, ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |