www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური, ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებები.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპების, სტანდარტების, პროტოკოლების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** სტანდარტების განსაზღვრის პროცესში, საქმიანობის ტიპისა და მომხმარებელთა მოლოდინების გათვალისწინება;
** სტანდარტების აღსრულების მონიტორინგის მიზნით, ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურის შემუშავება და განხორციელება;
** სადაზღვევო კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში, განსაზღვრულ სტანდარტთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება და რეკომენდაციების შემუშავება;
** სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მომხმარებლების უფლებების დაცვის მართვის შიდა სისტემების შეფასება;
** მომხმარებელთა ურთიერთობის სამსახურთან კოორდინირებული პროცესის გამართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** ხარისხის მართვის შესაბამისი სისტემების გაუმჯობესების მიზნით მონაცემების სიღრმისეული ანალიზი;
** კომპანიაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, წერილობითი ანგარიშის შემუშავება და წარდგენა დირექტორატთა საბჭოს წინაშე;
** სადაზღვევო კომპანიაში გამოვლენილ დარღვევებსა და უზუსტობებზე რეაგირება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, არანაკლებ 3 წლისა;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მართვის/ლიდერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლობა და მოქნილობა;
** შედეგსა და ხარისხზე ორიენტაცია;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ:

ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |