www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Service Desk სისტემაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** OS Microsoft Windows 7/10-ის სიღრმისეული ცოდნა;
** პასიური ქსელის მოწყობა, გამართვა და მხარდაჭერა;
** გავრცელებული ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** Domain Controller/Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
** Windows/Linux -თან მუშაობის გამოცდილება;
** შიდა ტელეფონიასთან (აიპი) მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფა "Apex"-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია, ჰქონდეს გამოცდილება სავაჭრო ობიექტების სფეროში;
** მართვის მოწმობის ქონა, ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქციები:

** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა;
** კომპანიის თანამშრომლების კომპიუტერებზე, ახალი პროგრამების დაყენება/ტესტირება;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** ახალი სამუშაო მაგიდის კომპიუტერულ-ტექნიკური მოწყობა/ტესტირება;
** სათვალთვალო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო და ქსელური მოწყობილობების მონტაჟი და კონფიგურაცია;
** მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია და აღმოფხვრა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** პერსონალურ/პორტატულ კომპიუტერში პრობლემების დიაგნოსტიკა და მათი მოგვარება;
** კონსულტაცია ტელეფონის და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
** ტექნიკური სახის დოკუმენტაციის მომზადება;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.)ინსტალაცია/გამართვა;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;;
** POS ტერმინალების ტექნიკური გამართვა, მხარდაჭერა;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** კომპანიის საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უმაღლესი კლასის მომსახურების (სერვისები) მიწოდებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 09:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 800-დან 1300 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |