www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Gladius Inn
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სასტუმრო "გლადიუს ინნ" არის 14 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო თბილისში, რომელიც სტუმრებს მასპინძლობს 2019 წლიდან. ჩვენ ვეძებთ სასტუმროს ადმინისტრატორს.

სასურველია ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა. თქვენს მოვალეობებში შევა სტუმრების მიღება-განთავსება, მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება და რაც მთავარია, ფრონტ დესკის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრების მართვის სისტემაში რეგისტრაცია;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** ჯავშნების განხორციელება და კონტროლი, Booking.com თან მუშაობა, რეზერვაციის გაუქმების და სტუმრის არ გამოცხადების ადმინისტრირება;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა და პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე და ელ. ფოსტაზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
** ნომრების შემოწმება დაბინავებამდე და სტუმრების წასვლის შემდეგ;
** დიასახლისთან და ტექნიკურ პერსონალთან დროული კომუნიკაცია;
** სისუფთავეზე და სასტუმროს გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** სასტუმროში არსებული ტექნიკური და სხვა რესურსების მდგომარეობის მონიტორინგი;
** მაღალი დონის მომსახურების გაწევა და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, ყურადღებიანი, თავაზიანი, პოზიტიური, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობის და კონფლიქტური ვითარების განმუხტვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gladiusinnhotel@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |