www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: VV Capital
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია "VV Capital" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით .

სამუშაო ადგილია: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 56ა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-დან 19:00 საათამდე, პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება/თარგმნა ქართულიდან რუსულად და პირიქით;
** ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება/ოქმების წარმოება/თარგმნა;
** კომპანიაში ვიზიტორების დახვედრა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, Outlook;
** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@vvcapital.ge, სათაურის ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |