www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კადრის შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: სანრაისი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"სანრაისი" აცხადებს ვაკანსიას კადრის შერჩევის სპეციალისტის თანამდებობაზე ბათუმში.

შესასრულებელი სამუშაო:

** ვაკანტურ პოზიციებზე ვაკანსიის განაცხადების შექმნა (დასაქმების საიტებისათვის/სოც. ქსელებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისათვის.)
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების ორგანიზება/ჩატარება.
** სარეზერვო ჯგუფების დაკომპლექტება;
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელთან.
** პერიოდული ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 6 თვიანი
** ქართული და რუსული ენის კარგი ცოდნა;
** დამსაქმებელთან გასაუბრება ჩატარდება რუსულ ენაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დისტანციურად;
** სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ან 09:00-18:00
** ანაზღაურება: თვეში 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: batumsunrise@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |