www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: REGIS
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია "რეგისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები:

** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება
** კომპანიის სერვისების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება
** პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის წარდგენა და შეთავაზების გაკეთება
** იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

თვისებები და უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი/პრეზენტაბელურობა
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელი არ არის

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: info@regis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |