www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

** ქსელის მენეჯმენტი (ქსელში მომუშავე პერსონალის მართვა და კონტროლი);
** ფილიალების საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** მომსახურების ხარისხზე კონტროლი და ზედამხედველობა;
** ქსელის განვითარების შესახებ ანგარიშგების წარდგენა ხელმძღვანელობის წინაშე.
** ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
** კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@piatto.ge და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |