www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. #44.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე აღრიცხვასა და მარაგებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგების განაწილება საწყობში;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობა - შედეგების დამუშავება
** პროდუქტების გასავლის მონიტორინგი პროცენტულად
** გაყიდვების მაჩვენებლის მონიტორინგი
** ავტო პარკის სარემონტო სამუშაოების სტატისტიკის აღრიცხვა - მონიტორინგი;
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკის მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |