www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნოლოგი
მომწოდებელი: არგო დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"არგო დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების სრული დაგეგმვა და კონტროლი;
** მასალების შერჩევა და სპეციფიკაციების შედგენა ნედლეულის, პროდუქტთან კონტაქტში მყოფი ყველა მასალების, გამოყენებული წყლისა და მზა პროდუქტებისათვის;
** მასალების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** ნედლეულის და დამხმარე მასალების ხარჯვის ნორმების დადგენა;
** შესყიდული ნედლეულის ხარისხის კონტროლი(თანმლები დოკუმენტები, ვიზუალური შემოწმება, შენახვის ვადის და ტემერატურის რეჟიმის კონტროლი;
** ინგრედიენტების დოზირების შემოწმება;
** რეცეპტურისა და რეცეპტურაში ცვლილებების კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნოლოგიის განხრით;
** თურქული ენის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები/უნარები:

** მართვისა და ორგანიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;

ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: jobs.argo@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |