www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარის რეგიონებში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

აუცილებელია საკუთარი (მცირელიტრაჟიანი) ავტომანქანის ყოლა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთა ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

კომპანია სამედიცინო წარმომდგენლებს სთავაზობს:

** ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით);
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი" და სასურველი ლოკაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |