www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. 44
სამუშაო გრაფიკი: 08:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 800 ლარი - მზარდი, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი მომწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან;
** მომწოდებლებთან სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების ფასების რეგულირება და კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხისა და შეკვეთასთან შესაბამისობის კონტროლი;
** ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, მომწოდებლების დავალიანების კონტროლი;
** ფასების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერილობითი უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Word, Outlook, განსაკუთრებით Excel მაღალ დონეზე) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |