www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარატი-შიგმჩარხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ხარატი-შიგმჩარხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სახარატო
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** უბრალო დეტალების დამუშავება მე-12-14-ე კვალიტეტით უნივერსალურ შიგმჩარხავ ჩარხზე, მჭრელი ინსტრუმენტისა და უნივერსალური სამარჯვების გამოყენებით;
** შიგმჩარხავი ჩარხების მართვა შპინდელის დიამეტრით 200-დან 250-მდე, უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხარატ-შიგმჩარხავის ხელმძღვანელობით.

უნდა იცოდეს:

** ერთნაირი ტიპის შიგმჩარხავი ჩარხების აგებულება და მუშაობის პრინციპი;
** მეტნაკლებად გავრცელებული უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტის აღნაგობა;
** დაშვებების და ჩასმების სისტემები;
** სიმქისის კვალიტეტები და პარამეტრები;
** გამაგრილებელ-საპოხი სითხეების დანიშნულება და თვისებები.

სამუშაოს მაგალითები:

** ჩანგლები, სერგა, საწევარა, კრონშტეინი - ნახვრეტის გაჩარხვა;
** ნამზადები - ტორსების ჩაჭრა და დაცენტრება;
** ბერკეტები - ნახვრეტების წინასწარი გაჩარხვა;
** უბრალო ფლიანეცები - ნახვრეტების წინასწარი გაჩარხვა, ტორსის მიჭრით;
** კბილანები, ბორბლები, მორბენალი - ნახვრეტების ბურღვა და გამოჩარხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ხარატი-შიგმჩარხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |