www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტრო შემდუღებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტრო შემდუღებელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: შედუღება
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით

სამუშაოს დახასიათება:

** ნახშირბადოვანი და კონსტრუქციული ფოლადების უბრალო კვანძების ავტომატიზირებული და მექანიზირებული შედუღება;
** ავტომატური ელექტროწიდური შედუღების დანადგარების და სპეციალური კონსტრუქციის ავტომატების მომსახურების სამუშაოების შესრულება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტროშემდუღებლის ხელმძღვანელობით;
** დეტალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების ყველა სივრცობრივ მდგომარეობაში ნახევრად ავტომატებით მოჭიდება;
** ლითონის შესადუღებლად მომზადება;
** დეტალების და სხმულების დეფექტების დადუღება;
** ავტომატიზირებული და მექანიზირებული შედუღებისთვის დეტალების და ნაკეთობების გაწმენდა;
** დეტალების და ნაკეთობების სამარჯვებში ჩამაგრება;
** ელექტროდული მავთულის გაწყობა;
** მარტივი ნახაზების კითხვა.

უნდა იცოდეს:

** გამოყენებული ელექტროსაშემდუღებლო ავტომატების და ნახევრად ავტომატების მოქმედების პრინციპი;
** გამოყენებადი კვების წყაროები;
** შედუღების შეერთებების და ნაკერების სახეობები;
** ნახაზებზე შედუღების ნაკერების აღნიშვნების და დამუშავების ტიპები;
** ლითონის შედუღებისთვის მომზადების წესები;
** ელექტროდული მავთულის, ფლუსების, დამცავი აირის გამოყენების პირობები და შესადუღებელი ლითონების და შენადნობების თვისებები;
** საკონტროლო-მზომი ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** ავტომატური და მექანიზირებული შედუღების დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** შედუღების დროს ლითონის დეფორმაციის წარმოქმნის მიზეზები და მისი თავიდან არიდების ხერხები.

სამუშაოს მაგალითები:

** საჭეური მართვის კარკასები;
** შემოსაღობის გარსაცმები და სასოფლო-სამეურნეო მანქანების სხვა მცირედ დატვირთული კვანძები;
** სამკალის კრონშტეინები, სამუხრუჭე მართვის ლილვაკები;
** ავტოთვითსაცლელის ქვეჩარჩოს კრონშტეინები;
** რესორის ქვესადები და ზესადები;
** ფოლადის მცირე ზომის საყალიბე;
** მილგაყვანილობების, ელექტროაპარატურის, ელექტროგაყვანილობის სამაგრი თამასები, კავები, ცალუღები;
** ტრანსფორმატორების ავზების ჩარჩოები;
** ფუნდამენტები, მცირე კვანძები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ნახევრად ავტომატური და ავტომატური ელექტრო შემდუღებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |