www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით;
** შეკვეთების დაფიქსირება, მარაგების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება მომარაგების სამსახურისათვის;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1800 ლარი + პრემია, ზრდის პერსპექტივით
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე კვირაში ერთი დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა:ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |