www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნაბუ
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

მოდისა და სილამაზის სფეროში ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "NABU" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

იმ შემთხვევაში, თუ არ აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით CV-ის!

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა - C1 Advanced (გამართული წერა, კითხვა, საუბარი)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი
** უცხოელ პარტნიორებთან ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook, MS Word, Internet, MS Excel (აუცილებელია), Photoshop (სასურველია).
** ასაკი: 30 წელი და ზემოთ.
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების კუთხით.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგლისურენოვანი წერილების მიღება, დამუშავება, გაგზავნა.
** უცხოელ პარტნიორებთან სატელეფონო კონტაქტი ინგლისურ ენაზე.
** ელ-ფოსტის მუდმივი კონტროლი, ოფისის ტელეფონზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება
** დოკუმენტაციის კონტროლი და შესაბამის პირთან გადამისამართება (საბაჟო დოკუმენტაცია, ინვოისები)
** სხვა საოფისე საქმიანობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)
** ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1000 ლარი და შემდეგ ხელფასის ზრდა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
** ოფისის ადგილმდებარეობა: ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: accounting@nabu.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |