www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - აგრონომი
მომწოდებელი: იორლენდი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კოოპერატივი "იორლენდი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აგრონომის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლობები:

** მჭიდრო თანამშრომლობა კოოპერატივის კონსულტანტების ჯგუფთან;
** მოსავლის გაუმჯობესებისა და გაზრდილი წარმოების გეგმების მომზადება კონსულტანტების ჯგუფთან ერთად;
** შესასრულებელი სამუშაოს პროცესების მართვა მთავარი აგრონომის მითითებით;
** წინასწარი ღონისძიებების მართვა, როგორიცაა: ნიადაგის მომზადება, სარწყავი სისტემის ზედამხედველობა, მცენარეული და აგროსამეურნეო პროდუქტების შესყიდვა;
** შემდგომი საქმიანობების მართვა, როგორიცაა: გასხვლა, სარეველების კონტროლი, მოსავლის აღება და ა.შ;
** ნიადაგის, ხეებისა და ხილის ხარისხის მუდმივი კონტროლი. ბაღის რაიმე პრობლემების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ზომების მიღება კონსულტანტების ჯგუფის მითითებების მიხედვით;
** საქმიანობების განსახორციელებლად საჭირო ტექნოლოგიებისა და სამუშაო იარაღების სიის შედგენა, დაბიუჯეტება, წარდგენა;
** მჭიდრო სამუშაო პროცესის ჩამოყალიბება ადგილობრივი დამხმარე გუნდის წევრებთან;
** რეპორტების მომზადება;

უნარ-ჩვევები და კვალიფიკაციები:

** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
** დროის განაწილებისა და მართვის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;

უფლებები:

** დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და სათანადო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა;
** კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისი შრომის ანაზღაურების მიღება დადგენილ ვადებში;

განაკვეთი: ინდივიდუალური
ანაზღაურება: 400 ლარი (გადასახადების გარეშე)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე YourLand.info@gmail.com წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება - აგრონომი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |