www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტ მაღაზიასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა საკითხზე დროული რეაგირება (სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია);
** ინტერნეტ მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ანალიზი და ცოდნა;
** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა, სტრატეგიული დალაგება, მონიტორინგი;
** პროგრამაში შეკვეთების ასახვა / მონიტორინგი;
** ინტერნეტ მაღაზიაში განსათავსებელი პროდუქციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბაზრის მონიტორინგი და მომწოდებლებთან შეხვედრების განხორციელება;
** კომპანიის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებთან კომუნიკაცია /მონიტორინგი;
** განვადებით შეძენილი პროდუქციის საბუთების სრული მონიტორინგი;
** საგარანტიო ტალონების სიზუსტის დაცვით შევსება;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებლებთან პროდუქციის მიტანის მონიტორინგი;
** მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია აქციების, ფასებისა და პროდუქციის შესახებ;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** სტრატეგიებზე მუშაობა გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ვებ-სტრუქტურის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** E-commerce პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ერკვეოდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სპეციფიკაში.

კომპეტენციები:

** ინტერნეტ სივრცესთან ეფექტურად და სწრაფად მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |