www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ბარის გახსნა და დახურვა, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგება;
** ბარის ტერიტორიის მომზადება საჭირო ინვენტარით და დამატებითი ჭურჭლის მარაგით;
** შეკვეთის სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების, სასმელების ჩამონათვალის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისათვის;
** ბარმენის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@piatto.ge და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |