www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება გუნდის ახალი წევრების შერჩევაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანსიის მენეჯერთან ერთად პოზიციის სამუშაო აღწერისა და ვაკანსიის აღწერის მომზადება;
** ვაკანსიის სხვადასხვა (ონლაინ) არხში განთავსება;
** სამიზნე კანდიდატების იდენტიფიცირება, გადარჩევა და მოზიდვა (ონლაინ არხების (LinkedIn, Facebook) გამოყენებით);
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მათი შეფასება;
** კანდიდატებთან შერჩევის პროცესის სრულად ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით;
** სასურველია IT სფეროში რეკრუტინგის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Talent Acquisition Specialist.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |