www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება და ჩართულობა კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროექტების და სიახლეების შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო არხების გამოყენებით;
** კომპანიაში დღეისთვის არსებული არხების მართვა;
** მუდმივი ზრუნვა ამ არხების განახლებასა და კონტენტით შევსებაზე, სოც. ქსელებში, სხვადასხვა რუბრიკების მართვა;
** კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, საიმიჯო გვერდების მართვა სოციალურ ქსელებში;
** კომპანიის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება მიმდინარე ეტაპების შესაბამისად;
** საკომუნიკაციო არხების ფორმატისა და შინაარსის განსაზღვრა;
** საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** განათლება უმაღლესი (სასურველია ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ციფრული არხების მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება (ფოტო, ვიდეო, გიფი, პოსტერი...);
** PowerPoint, Adobe Photoshop - მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ქართული ენის გამართულად ცოდნა (როგორც წერა, ასევე საუბარი);
** მნიშვნელოვანია ტექნიკური უნარები (საიტის მართვა, ფოტოშოპი, ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა);
** ოპერატიული, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური მედიის მართვის უნარები და გამოცდილება (Facebook Business Manager, Facebook Ads Manager);
** თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების ცოდნა და მათ მიმართ ინტერესი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მნიშვნელოვანია იყო შემოქმედებითი და პოზიტიური ადამიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |