www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 5 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ სატელეფონო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. (შესაბამისი გამოცდილების მიღების შემდგომ, შესაძლებელია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა).
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** გამავალი ზარების განხორციელება და მომხმარებლების კმაყოფილების მონიტორინგი;
** მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება, სათანადო რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქოლცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დროის სწორად მართვის უნარი.

მსურველებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |