www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი, პრომო-მერჩენი
მომწოდებელი: ფორვარდი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, შპს "Forward" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის და პრომო-მერჩენის თანამდებობაზე თბილისში.

რატომ "ფორვარდი"?

კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ხარისხიანი, ევროპული სტანდარტებით დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტით ანებივრებს. ხოლო თანამშრომლებს მათზე მორგებულ, მეგობრულ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს.

იხილეთ კომპანიის Facebook გვერდი - https://www.facebook.com/forwardmeatproducts

სამუშაო ადგილი: თბილისი, თელავი, გორი, გურჯაანი, მარნეული.

სამუშაო გრაფიკი:

** დღეში 8 საათი (შესვენება 1 საათი);
** 1 დასვენების დღე;
** 1 მოკლე სამუშაო სმენა - 4 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და ლოიალური დამოკიდებულება;
** პროდუქციის სწორი და ოპტიმალური მერჩენდაიზინგი;
** პროდუქციის უპირატესობების ეფექტიანად წარმოჩენა;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტის მისამართზე - hr@forward.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (პრომოუტერი & პრომო-მერჩენი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სივი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "Forward" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |