www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"ბიბლუსი" ჯგუფის შვილობილი კომპანია შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და პროგრამული უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ვადების, ხარისხისა და რაოდენობის რეგულარული კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად, ფილიალის სივრცის მომარაგება პროდუქციით;
** მომწოდებელზე დასაბრუნებელი პროდუქციის მიღება და კონტროლი;
** საწყობში წესრიგის, ჰიგიენის კონტროლი;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება თავის ფუნქციონალურ ჭრილში.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე vacancy@biblusi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- "საწყობის ოპერატორი".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |