www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე" წარმოადგენს საკუთარი წარმოების უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი მზა კერძების, ქართული და ევროპული საცხობისა და დახვეწილი საკონდიტრო ნაწარმის კაფეტერიათა ქსელს.

"ასორტი ვერე" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სტაბილურობას, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, სამუშაო საათების ხანგრძლივობა- 7 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების წამოება;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვებზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის განლაგებისა და თაროებზე მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ხარისხის, ვადისა და ფასის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ " მოლარე-კონსულტანტი", ან დარეკეთ ნომერზე 577 55 22 74.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |