www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"დომინოს პიცა" ("Domino`s Pizza)" ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ოთხ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: პიცის მცხობელი - ადგილზე შესწავლით

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი (ექვსი სამუშაო დღე, ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: 620 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების ანაზღაურება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან,

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პიცის მცხობელი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |