www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისელერი
მომწოდებელი: პარკ თრეიდინგი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

საქართველოს ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს "პარკ თრეიდინგი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/პრისელერის თანამდებობაზე თბილისში.

კომპანიას ბაზარზე გააქვს ალკოჰოლური სასმელები, წყალი და სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს ყველა რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი;
** უძრავი ქონებით ან ავტომობილით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე Tiflisdepo@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 46 34 39 და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |